пятница, 9 октября 2009 г.

მოგზაურობა საქართველოს რომელიმე კუთხეში

1.პროექტის სახელი „მოგზაურობა საქართველოს რომელიმე კუთხეში“

2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, მის უძველეს და დღევანდელ სახეს,

3.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიას, კულტურის ძეგლებს და ღირსშესანიშნაობებს. შეისწავლიან–თუ რა სახე ჰქონდა მათ ძველად და როგორ მოაღწიეს ჩვენამდე. რა შემოგვინახეს ისტორიის სახით მრავალ ქარტეხილგამოვლილმა კედლებმა,ფრესკებმა...

შეისწავლიან–ვის სახელს უკავშირდება თითოეული მათგანის შენების ისტორია, გაეცნობიან მათთან დაკავშირებულ მხატვრულ ნაწარმოებებს, ლეგენდებს, არსებულ კინო–ფილმებს. იმსჯელებენ მათ მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში.

ასევე შეისწავლიან არჩეული კუთხის წეს–ჩვეულებებს უძველესი დროიდან დღემდე და კავშირს დაამყარებენ დღევანდელობასთან.

შეადგენენ გზამკვლევს.

4.მოსწავლეთა ასაკი/კლასები:შეუზღუდავი.

5.ვადები/ხანგრძლივობა: ივნისი.

6.პროექტის აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიები, პრეზენტაციები, ნამუშევრების განთავსება ბლოგში. ელ.ვერსიის შექმნა, დიაგრამის აგება.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: თვალსაჩინოებები. ელ. ვერსია, „რას მოგვითხრობენ საუკუნეებგამოვლილი „შეუდრეკელი“ კედლები“

8.სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები გაამდიდრებენ ქვეყნის ისტორიას, შეაგროვებენ მასალებს და განათავსებენ ინტერნეტში, რაც მოგვცემს აღნიშნულ თემაზე დეტალურ ცონას, გამოიწვევს მოსწავლეებში პატრიოტიზმის, სულიერი განწყობის ამაღლებას. უკეთ გაეცნობიან ისტორიულ პიროვნებებს. დაინახავენ მშენებლობის სტილში ჩადებულ ეროვნულ ხასიათს, ქვეყნის ყოფა–ცხოვრების უძველეს წესებს, ტრადიციებს და შეძლებენ კავშირის დამყარებას დღევანდელობასთან.

9.სამუშაო ენა: ქართული

10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს–ისტორიაში, ქართულ ლიტერატურაში,ხელოვნებაში, მაათემატიკაში, შრომაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.

11.პროექტის ფასილიტატორის სახელი

მარინა ნინიაშვილი

ქ.რუსთავის #20 სკოლა,

ისტორიის მასწავლებელი.

12.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:niniashvili.marina@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:

http://saqartvelo2009.blogspot.com/